ირაკლი პეტრიაშვილი პროფკავშირების კონფედერაციის ვიცე-პრეზიდენტად აირჩიეს
პროფკავშირების საერთაშორისო კონფედერაციის ვიცე-პრეზიდენტად ირაკლი პეტრიაშვილი აირჩიეს. ორგანიზაციის მეოთხე მსოფლიო კონგრესმა მის კანდიდატურას მხარი ერთხმად დაუჭირა.
კონგრესი დანიაში მიმდინარეობს და მას 164 ქვეყნის 1500 წარმომადგენელი ესწრებოდა.
პროფკავშირების საერთაშორისო კონფედერაცია მასშტაბური და გავლენიანი პროფკავშირული ორგანიზაციაა, რომლის ძირითადი მისია დასაქმებულთა უფლებების დაცვაა.
ირაკლი პეტრიაშვილი საქართველოში წუხელ დაბრუნდა. მას აეროპორტში პროფკავშირების დარგობრივი ორგანიზაციების ლიდერები და წევრები დახვდნენ.