კვლავ პატიმრობაში დატოვა თბილისის საქალაქო სასამართლომ „გამარჯვებული საქართველოს“ ლიდერი, ირაკლი ოქრუაშვილი.
გადაწყვეტილება მოსამართლე ლავრენტი მაღლაკელიძემ აღკვეთის ღონისძიების გადასინჯვის შემდეგ გამოაცხადა. პროცესზე 5 მოწმე დაიკითხა, მათ შორის პოლიციელი, რომელმაც აქციის დროს მიიღო დაზიანებები. დაცვის მხარე მათი უფლებების დარღვევაზე საუბრობს. ოქრუაშვილის ადვოკატმა, მტკიცებულებების გასაცნობად, პროცესის გადადება მოითხოვა, თუმცა მოსამართლემ შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა, რის შემდეგაც ადვოკატმა პროტესტის ნიშნად დარბაზი დატოვა.
ირაკლი ოქრუაშვილი 20 ივნისის აქციის დარბევისას სისხლის სამართლის კოდექსის 225-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულისთვის დააკავეს, რაც ჯგუფური ძალადობის ორგანიზებას, ხელმძღვანელობას და მასში მონაწილეობას გულისხმობს.