კერძო სექტორში არსებული პრობლემები ბიზნესმენებმა პრემიერთან ერთად განიხილეს.
ორი წლის წინ შექმნილი საინვესტიციო საბჭო გაფართოებული შემადგენლობით შეიკრიბა. ეს არის პრემიერთან არსებული საკონსულტაციო ორგანო, რომლის მიზანი ხელისუფლებას, ბიზნესს, დონორებსა და საერთაშორისო ორგანიზაციებს შორის დიალოგის ხელშეწყობაა. ერთ-ერთ გამოწვევად ბიზნესის სფეროს წარმომადგენლებმა შრომით კანონმდებლობაში დაგეგმილი ცვლილებები დაასახელეს, რაც კერძო საწარმოებს მთელ რიგ რეგულაციებს უწესებს. ბიზნესს შრომითი ინსპექციის გაზრდილი უფლებამოსილება აწუხებს.