მსოფლიო ეკონომიკური ფორუმი

მსოფლიო ლიდერები და ბიზნესმენები შვეიცარიის საკურორტო ქალაქში იკრიბებიან.

დავოსში მსოფლიო ეკონომიკური ფორუმი გაიხსნა. ეკონომიკაში არსებული გამოწვევები მომდევნო ოთხი დღის განმავლობაში საერთაშორისო პლატფორმაზე იქნება განხილული. ფორუმს აქტიურად გამოიყენებენ ახალი ბიზნეს-გარიგებებისთვის და საინვესტიციო შეთანხმებებისთვისაც. დავოსში უკვე ჩავიდა ქართული დელეგაცია პრემიერის ხელმძღვანელობით. თემატურ დისკუსიებში მონაწილეობის პარალელურად დაგეგმილია შეხვედრები წამყვანი საფინანსო ინსტიტუტების ხელმძღვანელებთანაც, რა დროსაც ქართული მხარე საქართველოს საინვესტიციო პოტენციალზე ისაუბრებს და ქვეყნის ეკონომიკური განვითარების ხედვას წარმოადგენს. დღის წესრიგშია პოლიტიკურ ლიდერებთან აუდიენციაც. დავოსში ვიზიტი იბიარდის ხელმძღვანელობასთან საუბრით დაიწყო.