ხაზარაძე-ჯაფარიძის საქმე

პოლიტიკაში წასული ბიზნესმენების რეზონანსულ საქმეზე დღეს პირველი მოწმე დაიკითხა.

სასამართლოში ეროვნული ბანკის წარმომადგენელი იმის გასარკვევად დაიბარეს, იყო თუ არა დარღვევები 2007-2008 წლების იმ ტრანზაქციების დროს, რომლებსაც მამუკა ხაზარაძეს და ბადრი ჯაფარიძეს ედავებიან. მოწმემ საბანკო ოპერაციის დროს იტერესთა კონფლიქტი დაადასტურა და იქვე აღნიშნა, რომ 11 წლის წინანდელი ტრანზაქციით ეროვნული ბანკი მის დაქვემდებარებაში არსებული ფულის გათეთრების სამსახურის მიმართვის შემდეგ დაინტერესდა.

მოწმის ჩვენებას უკანონო შემოსავლების ლეგალიზებაში ბრალდებული ბიზნესმენების უკმაყოფილება მოჰყვა.