ეკონომიკური ვითარება საქართველოში

იანვრის მძიმე მაჩვენებელი: გასულ თვეს ქვეყნის ეკონომიკა 11 %-ზე მეტით შემცირდა.

ეკონომისტები და ბიზნესმენები არაპროგნოზირებად გარემოზე საუბრობენ და კოვიდ-პანდემიის გარდა მძიმე ეკონომიკური მდგომარეობის მიზეზად რთულ პოლიტიკურ სიტუაციას ასახელებენ. 2020 წელს დაწყებული ეკონომიკური ვარდნა უკვე აისახა უმუშევრობის მაჩვენებელზე და სამომხმარებლო ფასებზე. არაპროგნოზირებადი გარემოს გამო ბიზნესმენებს ახალი პროექტების დაწყება და ბიზნესის გაფართოებაც უჭირთ.