ინვესტიციის მაჩვენებელი

ქვეყანა „კოვიდ-19“-ის პანდემიის გამო, შემცირებული ეკონომიკური მაჩვენებლების გაუმჯობესებას ცდილობს. დამატებითი უცხოური ინვესტიციების მოსაზიდად გარკვეული ზომები ტარდება. შერჩეულია რამდენიმე კომპანია, რომლებიც საკუთარი ბიზნესის ჩვენს ქვეყანაში დაწყებით არიან დაინტერესებულები.

პოტენციურ ინვესტორებთან თანამშრომლობის დაწყების მიზნით, მთავრობის ეკონომიკური გუნდი უცხოური საკონსულტაციო კომპანიების წარმომადგენლებს ხვდება. ფამაცევტული ბაზარი, ელექტრონაწილების წარმოება, სოფლის მეურნეობა – ეს ის ძირითადი სფეროებია, რომლებსაც საქართველო უცხოელ ბიზნესმენებს სთავაზობს.