100 საინვესტიციო შეთავაზება ბიზნესს

მთავრობა საპრივატიზაციო ობიექტების სიას ზრდის.

ორი წლის წინ დაწყებული პროექტი ფართოვდება, რაც ნიშნავს, რომ კერძო სექტორს 400 მილიონამდე ღირებულების ქონების ყიდვის შანსი ექნება. სახელმწიფოს ბალანსზე არსებული და ბიზნესისთვის შეთავაზებული ახალი ობიექტების ჩამონათვალში იქნება საწარმოები, ასევე მიწის ნაკვეთები და სასარგებლო წიაღისეულის მომპოვებელი საბადოები. აუქციონზე ობიექტების გამარტივებული პროცედურებით პრივატიზაციის შედეგად სახელმწიფო 10 000-მდე ადამიანის დასაქმებას პროგნოზირებს. სახელმწიფოს კუთვნილ ობიექტებს ბიზნეს-სექტორი დამატებითი ინვესტიციის ვალდებულებით იყიდის. ბიზნესმენების აზრით, არა სტრატეგიული ობიექტების ბიზნესისთვის შეთავაზება, ფინანსური პრობლემების მიუხედავად, კომერციულად მიმზიდველი იქნება. თუ ორი წლის სტატისტიკას გადავხედავთ, ინვესტიციების მოსაზიდად შექმნილი პროგრამის დაწყებიდან დღემდე უკვე 82 მილიონის ღირებულების ქონებაა გაყიდული.