ბიზნესმენების მიმართვა ხელისუფლებას 

პანდემიის გამო დაზარალებული ბიზნესი საქმიანობის განახლების უფლებას ითხოვს.

ცალკეულ ბიზნეს-ასოციაციებს ეჭვი აქვთ, რომ პირველი თებერვლის შემდეგ შეზღუდვები კვლავ ძალაში დარჩება. ერთობლივ მიმართვაში ბიზნეს-ასოციაციები ხელისუფლებას ტრანსპორტის და ბიზნესის სხვადასხვა სფეროს გახსნისკენ მოუწოდებენ და ფინანსური ზარალიდან გამომდინარე თანამშრომელთა გეგმიურ ტესტირებაში დახმარებას სთხოვენ. მიმართვა დღეს უპასუხოდ დარჩა. დიდი ალბათობით საკოორდინაციო საბჭომ ამ კვირაში უნდა იმსჯელოს, მისცემს თუ არა მომავალი თვიდან ცალკეულ სფეროებს საქმიანობის აღდგენის უფლებას, როგორც ეს ნოემბერში იყო დაანონსებული.

დატოვე კომენტარი