ანაკლია/ზუგდიდისა და მეზობელი სოფლების როგორც რეგიონული, ისე ეკონომიკური განვითარების მიზნით, 2 მილიონი აშშ დოლარის ინვესტიცია განხორციელდება. ანაკლიის ეკონომიკური განვითარების პროგრამის შესახებ ხელშეკრულებას დღეს ხელი „ანაკლიის განვითარების კონსორციუმის“ აღმასრულებელმა დირექტორმა ლევან ახვლედიანმა და USAID-ის პროექტის „ზრდა“ ხელმძღვანელმა ბრაიან კინგმა მოაწერეს.
ლევან ახვლედიანის განცხადებით, ახალი პროექტი სამ მთავარ მიმართულებაზე იქნება ფოკუსირებული: მცირე და საშუალო ბიზნესის ხელშეწყობა; ადგილობრივი მოსახლეობის კვალიფიკაციის ამაღლება და ადგილობრივი ინფრასტრუქტურის განვითარება.
2 მილიონი აშშ დოლარის ინვესტიციის ნაწილს USAID გაიღებს, მეორე ნაწილს კი „ანაკლიის განვითარების კონსორციუმი“.