არჩილ ტატუნაშვილის საქმეზე, სისხლის სამართლის პასუხისგებაში მიცემულ პირებზე ინტერპოლმა ძებნა გამოაცხადა. ინტერპოლის გენერალურმა სამდივნომ, საქართველოს მხარის მიერ 6 ივლისს მიწოდებული მასალების საფუძველზე, მიიღო გადაწყვეტილება, საქართველოს სამართალდამცავი ორგანოების მიერ ძებნილი დავით გურწიევისა და ალიკ ტაბოევის მიმართ, ინტერპოლის წითელი ცირკულარით საერთაშორისო ძებნა გამოეცხადებინა.
გადაწყვეტილებას აუცილებელ ნაბიჯად აფასებენ თბილისში.