გერმანიის იუსტიციის მინისტრის განცხადება

გერმანიის იუსტიციის მინისტრმა განაცხადა, რომ ის დაკავების ორდერის შესაბამისად იმოქმედებს რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმერ პუტინის მიმართ, თუ ის გერმანიის საზღვარს გადაკვეთს. მარკო ბუშმანმა თქვა, რომ იმ შემთხვევაში, თუ პუტინი გერმანიაში ჩავა, სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლო მიმართავს ინტერპოლს და მეკავშირე სახელმწიფოებს მიღებული გადაწყვეტილების აღსრულებისთვის. ეროვნული სამართალდამცავი ორგანოებისგან განსხვავებით, ჰააგის სასამართლოს შეუძლია მიიღოს ზომები სახელმწიფოს მეთაურების წინააღმდეგ, დასძინა ბუშმანმა. შეგახსენებთ, რომ გუშინ, გერმანიის კანცლერი ოლაფ შოლცი მიესალმა ჰააგის სასამართლოს ვერდიქტს და განაცხადა, რომ პუტინის დაკავების ორდერი აჩვენებს, რომ კანონზე მაღლა არავინ დგას.