ეთნოგრაფიულ მუზეუმში ტექნიკური წყლის ჭაბურღილი მოეწყო. პროექტს წინ უძღოდა ჰიდროგეოლოგიური კვლევა. მუზეუმის ადმინისტრაციის განცხადებით, წყლის რესურსის უქონლობის გამო, ნარგავების მასობრივი გახმობის რისკი წლიდან წლამდე იზრდებოდა და უწყლობა მუზეუმის განვითარებას აფერხებდა.
ტერიტორიაზე წყლის მოძიების სამუშაოები კულტურის სამინისტროს მხარდაჭერით 2023 წლიდან დაიწყო.