სამედიცინო უნივერსიტეტის რეაბილიტირებული კორპუსი

სამედიცინო უნივერსიტეტის ახალრეაბილიტირებული მეორე კორპუსი გაიხსნა. განახლებული ინფრასტრუქტურა დაათვალიერა განათლების მინისტრმა და სტუდენტებს, პროფესორ-მასწავლებლებსა და თანამშრომლებს შეხვდა. შენობა თანამედროვე სტანდარტების შესაბამისად განახლდა და მოეწყო, ეს უნივერსიტეტის ყველაზე ძველი კორპუსია. ინფრასტრუქტურული პროექტის ფარგლებში ასევე გარემონტდა პირველი სასწავლო კორპუსის ფასადი, აშენდა და მოეწყო კაფეტერია.