ეთნოგრაფიულ მუზეუმში გამწვანების სამუშაოები გრძელდება

ეთნოგრაფიულ მუზეუმში გამწვანების სამუშაოები გრძელდება. ტერიტორიაზე მოწესრიგებულია მწვანე საფარი და გაწმენდილია სავალი ბილიკები. უკვე ორი წელია, სანიტარული ჭრის, დასუფთავებისა და გამწვანების მასშტაბური პროექტი მიმდინარეობს, რომლის ფარგლებშიც ნუშის, იასამნის, ცაცხვის, ბროწეულის, კაკლის, ბამბუკის, ვაზის, კვიდოს, თხილისა და შინდის ნერგი დაირგო.