ქვეშეთი-კობის გზის მშენებლობის პროექტი

21:57, 23.04.2024

ქვეშეთიდან კობის მიმართულებით მგზავრობა 45 წუთით შემცირდება.

მასშტაბური ინფრასტრუქტურული პროექტი ფინალურ ეტაპზეა. საქართველოში ყველაზე გრძელი, ცხრა კილომეტრიანი გვირაბის გაჭრა დასრულდა. ახლა ადგილზე 23 კმ-იანი და ორზოლიანი გზა უნდა გაიყვანონ. პროექტის შეფასების დროს განსაკუთრებული აქცენტი იმ სოფლების მოსახლეობაზე კეთდება, რომლებიც ზამთრის პერიოდში გზის ჩაკეტვის გამო რაიონულ ცენტრს წყდებოდნენ და საჭირო სერვისებს ვეღარ იღებდნენ. მოლოდინია, რომ ახალი საგზაო მონაკვეთი უამინდობის გამო დაწესებული სატრანსპორტო შეზღუდვების პრობლემას მოხსნის.

 

 

მსგავსი