რიკოთის ჩქაროსნული მაგისტრალის გახსნა

რიკოთის ჩქაროსნული მაგისტრალის ოცდაშვიდკილომეტრიანი, ახალი მონაკვეთი გაიხსნა. ოთხზოლიანი მონაკვეთი ხარაგაულის მუნიციპალიტეტის სოფელ ხევთან იწყება და ზესტაფონის მუნიციპალიტეტის დაბა შორაპანთან მთავრდება. ხევი-შორაპნის მონაკვეთი 65 ხიდსა და 38 გვირაბს მოიცავს. ახალი მონაკვეთი რიკოთზე გადაადგილების მანძილს 8 კმ-ით, ხოლო გადაადგილების დროს 25 წუთით ამცირებს. აღმოსავლეთ-დასავლეთის საერთაშორისო მაგისტრალი დღეს პრემიერ-მინისტრმა გახსნა.

კესო ქაფიანიძე გვიერთდება პირდაპირ ეთერში და მასშტაბური ინფრასტრუქტურული პროექტის შესახებ ჩემი კოლეგა ისაუბრებს.