თბილისობა 2023 – ღონისძიებები ეთნოგრაფიულ მუზეუმში

15:32, 01.10.2023

თბილისობის დღესასწაულს უერთდება საქართველოს კულტურის სამინისტროც. ეთნოგრაფიული მუზეუმში მრავალფეროვანი ღონისძიებები გაიმართა. საქართველოს სხვადასხვა კუთხის ანსამბლებმა კონცერტები, პერფორმანსები, ადგილობრივი სამზარეულო, ღვინის კუთხეები და ქართული ტრადიციული რეწვის მასტერკლასები წარმოადგინეს. ღონისძიების ფარგლებში, ნაციონალური ბალეტის – „ფოცხიშვილების“, ანსამბლის „დიდგორი“ და „მართვეს“ მონაწილეობით გალა კონცერტიც გაიმართა. საზეიმო ღონისძიებებს მინისტრი თეა წულუკიანი დაესწრო.

მსგავსი