გორელთა პრობლემები „მოამბე რეგიონებში“

მოგიყვებით გორის მოსახლეობის პრობლემებზე.

გაჩვენებთ როგორ გამოიყურება ქალაქის უმეტეს ნაწილში, მათ შორის საჯარო სკოლებთან ე.წ. ზებრა გადასასვლელები. რამდენიმე კვირაა გათიშულია საზოგადოებრივი ტრანსპორტის ტაბლოები. რთული ვითარებაა მდინარეების კალაპოტებსა და სანიაღვრე არხებშიც. მიუხედავად იმის, რომ ქალაქში სხვადასხვა ინფრასტრუქტურული პროექტი ხორციელდება, ერთი შეხედვით მარტივად მოსაგვარებელი პრობლემები კვლავ მოუგვარებელი რჩება.

ნინო ფისაძისა და მიხეილ ჯანეზაშვილის რეპორტაჟი გორიდან.