ამბროლაურის მუნიციპალიტეტში ორი პარკის მშენებლობა დასრულდა.
განახლდა აღმაშენებლისა და კოსტავას ქუჩებზე არსებული პარკები და მიმდებარე შენობები. პროექტებზე ჯამში 1 800 000 ლარი დაიხარჯა. სამუშაოები პროგრამა „განახლებული რეგიონების“ ფარგლებში განხორციელდა.