26 მაისი - საზეიმო ღონისძიებები ამბროლაურში

26 მაისის სადღესასწაულო ღონისძიებები იმართება რაჭაში. ამბროლაურის ცენტრში მოწყობილია   შემეცნებითი და გასართობი სივრცეები, ადგილობრივ მეწარმეთა პროდუქციის გამოფენა-გაყიდვა. პატარებისათვის გათვალისწინებულია საბავშვო სივრცეები და გასართობი აქტივობები. დღის განმავლობაში კონცერტებს მართავენ ადგილობრივი შემსრულებლები.

26 მაისის საზეიმო ღონისძიებები ქართველი შემსრულებლების კონცერტით დასრულდება.