საახალწლო სამზადისი ამბროლაურში

საზეიმო ღონისძიებებს უმასპინძლა ამბროლაურმა.

ქალაქის ცენტრალურ ნაწილში მოწყობილი იყო საშობაო ბაზრობა, საბავშვო, მეწარმეების და კვების სივრცეები. სტუმრების განწყობაზე კი კოსტიუმირებული შოუს მონაწილეები და ზღაპრის გმირები ზრუნავდნენ. ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებმა ღონისძიების მსვლელობისას წარჩინებული მოსწავლეები და წარმატებული სპორტსმენები დააჯილდოვეს და მოსახლეობას დამდეგი შობა-ახალი წელი მიულოცეს.