„გემო ფესტი“ რაჭაში

რაჭა-ლეჩხუმის ცნობილი კერძები და მრავალფეროვანი მენიუ – ამბროლაური გასტრონომიულ ფესტივალს მასპინძლობს. ადგილზე მისულ სტუმრებს 15-მდე კვების ობიექტი, ადგილობრივი პროდუქტების ბაზარი და სხვადასხვა აქტივობა დახვდათ. ღონისძიების მიზანი, მსოფლიოში პოპულარული გასტრონომიული ტურიზმის ხელშეწყობა-განვითარებაა. ფესტივალში მონაწილეთა გუნდი სხვადასხვა სოფელში სტუმრობის და ადგილობრივი კერძების დაგემოვნების შემდეგ ჩამოყალიბდა.