ინფრასტრუქტურული პროექტები

ზუგდიდის მუნიციპალიტეტმა პირველად დაიწყო 2020 წლის სამოქალაქო ბიუჯეტის ფორმირება.

ერთი მილიონი ლარი ქალაქის კეთილდღეობისთვის დაიხარჯება. პროექტის წარმოდგენის უფლება აქვს საქართველოს ყველა მოქალაქეს, რომელიც რეგისტრირებულია ან/და ფაქტობრივად ცხოვრობს ქალაქ ზუგდიდში. ქალაქის ბულვარში, ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სამოქალაქო ბიუჯეტის ფორმირებასთან დაკავშირებით, პირველი საინფორმაციო კამპანია გაიმართა. საინფორმაციო კამპანიაში ჩართული იყვნენ მერი და მისი მოადგილეები.