2017 წელს ინფლაციის დონემ 6,7 % შეადგინა. ეს მაჩვენებელი დაგეგმილზე 2,7 %-ით მეტია. შარშან ყველაზე მეტად გაძვირდა ბოსტნეული, ხილი, ხორცისა და რძის პროდუქტები, ცხიმი, ასევე ტრანსპორტი და სამედიცინო მომსახურება. ეროვნული ბანკის პროგნოზით, 2018 წელს სამომხმარებლო პროდუქტი აღარ გაძვირდება, ხოლო დაგეგმილი ინფლაცია 3 %-ა.