რყევები სავალუტო ბაზარზე - აბაშიშვილის განცხადება

„მიმდინარე პროცესების გავლენა ეკონომიკასა და ბიზნესზე, ლარის გაუფასურება. ტურიზმის პერსპექტივები ზაფხულის სეზონზე“ – ამ თემაზე Business Insider Georgia-ს დამფუძნებელმა პრესკონფერენცია გამართა.

გიორგი აბაშიშვილის განცხადებით, ლარის კურსზე არც ერთ ფუნდამენტურ ფაქტორს, რომელზეც შეიძლება ლარი რეაგირებდეს, არ მოუხდენია გავლენა. მოკლევადიანი რყევა გამოიწვია აჟიოტაჟმა და პანიკამ. მისი თქმით, როგორც კი მოხდა ჩარევა, ლარმა დაიწყო წონასწორული მაჩვენებლისკენ სვლა. გიორგი აბაშიშვილმა ასევე აღნიშნა, რომ ასეთ დროს ძირითადად ზარალდებიან ფიზიკური პირები, რომლებიც არასათანადოდ არიან ინფორმირებულები. რაც შეეხება ტურისტულ სეზონს, აბაშიშვილის განცხადებით, სეზონს საფრთხე არ დაემუქრება.