ეკონომიკური ზრდის მაჩვენებლები

წლის პირველი სამი თვის ეკონომიკური პარამეტრები გაუმჯობესებულია. იანვარ-მარტის ეკონომიკური ზრდა 7.2 %-ს შეადგენს, რაც წინა წლის მონაცემებს აჭარბებს. დღეს გამოქვეყნებული სტატისტიკა მთავრობის ეკონომიკურ გუნდს წლის განმავლობაში კიდევ უფრო მაღალი ზრდისა და, 2022 წლის მსგავსად, 2023 წლის ორნიშნა ეკონომიკური ზრდით დასრულების მოლოდინს უჩენს. ხელშემწყობ ფაქტორებად ლარის კურსის გამყარების ტენდენცია, ინფლაციის შედარებით შემცირება, ვაჭრობა და ტურიზმის გაზრდილი მაჩვენებლები სახელდება. ცნობილია ის სექტორებიც, რომლებმაც ეკონომიკურ ზრდას მნიშვნელოვნად შეუწყვეს ხელი.