უმუშევრობის მაჩვენებელი

უმუშევრობის დონე წინა წელთან შედარებით ოთხი პროცენტით, 14 პროცენტამდე შემცირდა. ინფორმაციას სტატისტიკის ეროვნული სამსახური ავრცელებს. საუბარია 2024 წლის I-ლი კვარტლის მონაცემზე. ამავე პერიოდში დაქირავებულთა რიცხოვნობა გაიზარდა 89 ათასი კაცით და 952.9 ათასს მიაღწია, ხოლო თვითდასაქმებულთა რაოდენობამ 41 ათასით მოიმატა და 448 ათასი შეადგინა. პრემიერ-მინისტრის განცხადებით, ქვეყანას აქვს მაღალი ეკონომიკური ზრდა, რამაც დასაქმების ზრდაზე გავლენა მოახდინა.