მკაცრი მონეტარული პოლიტიკა

183 000 მოქალაქეს საბანკო სესხი უფრო მეტად არ გაუძვირდება.

ეროვნულმა ბანკმა რეფინანსირების განაკვეთი უკვე მერვედ უცვლელ ნიშნულზე დატოვა. მონეტარული პოლიტიკის გამკაცრების ბერკეტს სებ-ი მაღალი ინფლაციის შესაკავებლად იყენებს. თუმცა, ინფლაციის შედარებითი კლების ტენდენციის ფონზე სფეროს ექსპერტებისთვის ცენტრალური გადაწყვეტილება მოსალოდნელი იყო. ეკონომისტები ეროვნული ბანკისგან რეფინანსირების განაკვეთის ოდნავ შემცირებასაც კი ელოდნენ. ეს მონეტარული პოლიტიკის კომიტეტის ხელმძღვანელის რანგში კობა გვენეტაძის ბოლო გადაწყვეტილება იყო. ცენტრალური ბანკის პრეზიდენტს ერთ თვეში უფლებამოსილების ვადა ეწურება.