ტყიბულის მუნიციპალიტეტის მერიის ორგანიზებით მშობლიურ ქალაქში ოლიმპიურ ვიცე-ჩემპიონს ილია სულამანიძეს საზეიმო დახვედრა მოუწყვეს. მასთან ერთად საპატიო სტუმართა შორის იყო საქართველოს ძიუდოისტთა ეროვნული ნაკრების მთავარი მწვრთნელი ლაშა გუჯეჯიანი, რომელთაც მუნიციპალიტეტის მერმა დავით ჩერქეზიშვილმა სამახსოვრო საჩუქრები გადასცა. შეხვედრა განსაკუთრებით ემოციური იყო თავად ოლიმპიური ვიცე-ჩემპიონისთვის, რომლის გამოჩენასაც დარბაზში აპლოდისმენტებით შეხვდნენ. საღამო მუნიციპალური თეატრის სცენაზე გაგრძელდა, სადაც ილია სულამანიძის პატივსაცემად კონცერტი გაიმართა.