ქართველი ძიუდოისტების წარმატება

ქართველმა ძიუდოისტებმა „გრანდ სლემზე“ სამი ოქროს მედალი მოიპოვეს. ტურნირის ბოლო დღეს ჩემპიონები – ლაშა ბექაური, გელა ზაალიშვილი და ილია სულამანიძე გახდნენ. 90 კილოგრამ წონით კატეგორიაში შედგა ქართული ფინალი, სადაც დაძაბულ ბრძოლაში ოლიმპიურმა ჩემპიონმა, ლაშა ბექაურმა ევროპის ჩემპიონი ლუკა მაისურაძე დაამარცხა. ასევე, ვერცხლის მედალი მოიპოვა 19 წლის გიორგი სარდალიშვილმა, ბრინჯაოს მედლის მფლობელი კი ლაშა შავდათუაშვილი გახდა. საბოლოო ჯამში, საქართველოს ნაკრებმა ტურნირზე სამი ოქროს, ორი ვერცხლისა და ერთი ბრინჯაოს მედლით გუნდური პირველი ადგილი დაიკავა.