თუშიშვილი და სულამანიძე ევროპის ჩემპიონატის ფინალში იჭიდავებენ

გურამ თუშიშვილი და ილია სულამანიძე ევროპის ჩემპიონატის ფინალში იჭიდავებენ. ზაგრებში მიმდინარე კონტინენტის პირველობაზე თუშიშვილმა ნახევარფინალში ნეიტრალური დროშით მოასპარეზე ტამერლან ბაშაევი დაამარცხა და ფინალში მის თანაგუნდელს, მსოფლიოს მოქმედ ჩემპიონს, ინალ ტასოევს შეხვდება. სულამანიძემ კი ხორვატ სპორტსმენს ორი ვაზარით სძლია და ევროპის ჩემპიონის ტიტულის მოპოვებას კარიერაში პირველად შეეცდება. დღეს ფინალურ ბლოკში ვიხილავთ მოქმედ ოლიმპიურ ჩემპიონ ლაშა ბექაურსაც, რომელიც ბრინჯაოს მედლისთვის იბრძოლებს.

კონტინენტის პირველობის ფინალური ბლოკის პირდაპირ ტელერეპორტაჟს საქართველოს პირველი არხი 19:00 საათიდან შემოგთავაზებთ.

ზაგრებში ინდივიდუალური ასპარეზობები დღეს დასრულდება, გუნდური ტურნირი კი ხვალ ჩატარდება.