ოლიმპიადა 2024 – მერვე დღე

21:22, 03.08.2024

პარიზის ოლიმპიადაზე ძიუდოს ტურნირი დღეს გუნდური შეჯიბრებით დასრულდა. საქართველოს ნაკრები, რომელიც გუნდურ ასპარეზობაში ისტორიაში პირველად იღებდა მონაწილეობას, მერვედფინალში იტალიასთან 3:4 დამარცხდა.

შეგახსენებთ, რომ ინდივიდუალურ ტურნირზე 2024 წლის ოლიმპიადაზე ქართველი ძიუდოისტების ანგარიშზე სამი მედალია. ლაშა ბექაური ოლიმპიური ჩემპიონი ზედიზედ მეორედ გახდა, ილია სულამანიძემ და ტატო გრიგალაშვილმა კი ვერცხლის მედლები მოიპოვეს.

მსგავსი