საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა მრევლს ფერიცვალების დღესასწაული მიულოცა.
სამების ტაძარში, წირვის შემდეგ, ტრადიციული ქადაგებისას, ილია მეორემ აღნიშნა, რომ ფერიცვალება არის დღესასწაული, რომელიც მიგვითითებს, რომ ყოველმა ადამიანმა ფერი უნდა იცვალოს.
ფერიცვალების დღესასწაულზე ტაძრებში ყურძენი და ხილი იკურთხება.
მარხულთათვის ეს დღე თევზით ხსნილია.