საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია დღეს ფერისცვალებას აღნიშნავს. დღესასწაულთან დაკავშირებით, სამების საკათედრო ტაძარში საზეიმო წირვა სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა მღვდელმთავრებთან ერთად აღავლინა.
ილია მეორემ მრევლს ქადაგებითაც მიმართა და დღესასწაულის მნიშვნელობაზე ისაუბრა.
დღეს ტაძრებში ყურძენი და ხილი იკურთხება. მარხულთათვის ეს დღე თევზით ხსნილია.
ფერისცვალების დღესასწაული 12 უდიდეს დღესასწაულთა შორისაა.
წმინდა სახარების მიხედვით, ამ დღეს თაბორის მთაზე იესო ქრისტემ სამი მოწაფის – პეტრეს, იაკობისა და იოანეს წინაშე ფერი იცვალა და თავისი ღვთაებრივი დიდებულება აჩვენა.