ტელეკომპანია „იბერიას“ ჟურნალისტებსა და არხის დამფუძნებელ ნატო ჩხეიძეს შორის შეხვედრა დასრულდა. როგორც ჟურნალისტები აცხადებენ, მათ მკაფიო პასუხი ვერ მოისმინეს, როდის დაიფარება მათი სახელფასო დავალიანება და როდის მიიღებენ კონტრაქტით გათვალისწინებულ ორთვიან ფინანსურ კომპენსაციას. მათი ინფორმაციით, არხის დამფუძნებელმა იურისტებთან კონსულტაცია ითხოვა და განაცხადა, რომ დავალიანება დაიფარება, თუმცა დღეს კომპანიას ამის საშუალება არ გააჩნია. თავად ნატო ჩხეიძეს შეხვედრის შემდეგ კომენტარი არ გაუკეთებია.
შეგახსენებთ, ტელეკომპანია „იბერიამ“ მაუწყებლობა გუშინ შეწყვიტა. ამის მიზეზად კი ფინანსური პრობლემები დასახელდა.
„იბერიას“ სატელევიზიო სიგნალზე კი ლოგოსთან ერთად წერია, რომ „იბერია ხელისუფლებამ დახურა“.