პოლიტიკოსები „ომეგა ჯგუფის“ საქმეს ეხმაურებიან

ტელეკომპანია „იბერიასა“ და „ომეგა ჯგუფის“ საქმესთან დაკავშირებით გავრცელებულ ფარულჩანაწერებზე კიდევ ერთხელ გაკეთდა კომენტარები მმართველ გუნდში. მათი განცხადებით, როგორც სამხარაულის ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს, ისე ლონდონში ჩატარებული ექსპერტიზის დასკვნით დასტურდება, რომ ჩანაწერები არ არის თანმიმდევრული, ის ხელოვნურია და არ არის ავთენტური. ამასთან, მმართველი გუნდის წევრები ამბობენ, რომ ექსპერტიზების პასუხებით კიდევ ერთხელ დადასტურდა, რომ ხელისუფლებას ინტერესი არც ტელეკომპანია „იბერიას“ მიმართ აქვს და არც რომელიმე ბიზნესის განადგურება სურს.