ნატო ჩხეიძე გამოძიებასა და სამხარაულის ექსპერტიზის ბიუროს დასკვნას უნდობლობას უცხადებს

გამოძიებასა და სამხარაულის ექსპერტიზის ბიუროს დასკვნას უნდობლობას უცხადებს ტელეკომპანია „იბერიას“ ერთ-ერთი დამფუძნებელი. „ომეგა ჯგუფის“ საქმეზე ნატო ჩხეიძე მოწმის სტატუსით სასამართლოში რამდენიმე საათის განმავლობაში, გვიან ღამემდე იკითხებოდა. მან ბანკიდან თანხის გატანის ეპიზოდზე ისაუბრა და როგორც ჟუნალისტებთან განმარტა, გამოძიებას იმ ავტომანქანის შესახებ მიაწოდა ინფორმაცია, რომლითაც ბანკიდან გამოტანილი თანხა წაიღეს, თუმცა, სად მოხდა ამ თანხის გადატანა, ჩხეიძე აცხადებს, რომ მისთვის უცნობია.

“ომეგა ჯგუფის” ადვოკატი კი ითხოვს საქმეზე ის ყოფილი და მოქმედი მაღალჩინოსნები გამოიკითხონ, რომლებიც  გავრცელებულ აუდიოჩანაწერებში ფიგურირებენ.