ტელეკომპანია „იბერიამ“ მაუწყებლობა შეწყვიტა.
„ხელისუფლებამ დახურა იბერია“- ასეთი წარწერა გაჩნდა ტელეკომპანიის ეთერში.
მაუწყებლობის შეჩერებას წინ უძღოდა „იბერიის“ ხელმძღვანელი პირების ბრალდებები ხელისუფლების მიმართ. დეპუტატი ნატო ჩხეიძე და მისი მეუღლე „ომეგა ჯგუფის“ მფლობელი ზაზა ოქუაშვილი აცხადებენ, რომ მთავრობა ბიზნესში ფინანსური პრობლემების შექმნით ცდილობს „იბერიის“ გაჩერებას.
მედიაში გავრცელდა ფარული აუდიოჩანაწერებიც, რომელზეც მთავარ პროკურატურაში გამოძიება მიმდინარეობს.
ფინანსთა სამინისტროს ინფორმაციით, „ომეგა ჯგუფს“ სახელმწიფო ბიუჯეტში 51 მილიონი ლარის დავალიანება აქვს.