კოვიდპასპორტების ამოქმედებას აპროტესტებენ იტალიის საპორტო ქალაქ ტრიესტში. აქციის მონაწილეების წინააღმდეგ პოლიციამ წყლის ჭავლი და ცრემლსადენი გაზი გამოიყენა. კოვიდპასპორტების დაწესების მოწინააღმდეგეებმა პორტის ბლოკირება სცადეს. მოგვიანებით დემონსტრანტებმა ქალაქის მთავარ მოედანზე გადაინაცვლეს. ე.წ. მწვანე ბარათები იტალიაში ყველა დასაქმებულისთვის სავალდებულო გახდა. ქვეყანაში წლის ბოლომდე მოქმედი წესის თანახმად, ე.წ. კოვიდპასპორტის უქონლობის შემთხვევაში, დასაქმებულს გათავისუფლება ან 1 500 ევროს ოდენობის ჯარიმა ემუქრება.