აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტში Horizon Europe-ის საგრანტო ოფისი გაიხსნა. ღონისძიებას განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილე და საქართველოში ევროკავშირის დელეგაციის წარმომადგენლები დაესწრნენ. საგრანტო ოფისის ფუნქცია იქნება ქართველ მკვლევართა ჯგუფების დახმარება კონკურენტუნარიანი საპროექტო განაცხადების მომზადებასა და შემდგომში მის მართვაში, რაც ევროკავშირის საგრანტო კონკურსებში საქართველოს სამეცნიერო სფეროს წარმომადგენელთა წარმატებულ მონაწილეობას შეუწყობს ხელს. Horizon Europe-ის საგრანტო ოფისები უკვე მოეწყო თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ბათუმის, სამცხე-ჯავახეთის, ზუგდიდისა და თელავის უნივერსიტეტებში. საგრანტო ოფისები გაიხსნა გორის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტში, სოხუმის სახელმწიფო, საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტებსა და ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტში.