პრეზიდენტი ევროკავშირის საბჭოს დელეგაციას შეხვდა

საქართველოს პრეზიდენტმა ევროკავშირის პოლიტიკური და უსაფრთხოების კომიტეტის დელეგაციასთან შეხვედრაზე „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ კანონპროექტი“ განიხილა. დისკუსიის ფარგლებში იმსჯელეს ორმხრივ ურთიერთობებზე, ასევე შავი ზღვის უსაფრთხოებაზე. აქცენტი გაკეთდა საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე შექმნილ ვითარებაზე, ევროკავშირის დელეგაციამ კიდევ ერთხელ გამოხატა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის მიმართ მტკიცე მხარდაჭერა. აღინიშნა, რომ ევროკავშირი მხარს უჭერს რეგიონში მშვიდობისა და უსაფრთხოების გაძლიერებას.