საგამოცდო ბარათების აღება

15:58, 21.06.2021

საგამოცდო ბარათების ამობეჭდვა აბიტურიენტებს, საგრანტო კონკურსის მონაწილეებს, მაგისტრანტებს, მასწავლებლებსა და მასწავლებლობის მსურველებს დღეიდან შეუძლიათ. შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის დირექტორის, სოფო გორგოძის განცხადებით, ბარათი საგამოცდო ცენტრში უნდა წარმოადგინონ პირადობის მოწმობასთან ერთად. სწორედ ამის შემდეგ მოხდება მათი გამოცდებზე დაშვება.

მსგავსი