სამაგისტრო გამოცდებისთვის რეგისტრაცია დაიწყო

2023 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდებისთვის, საერთო სამაგისტრო გამოცდისთვის და სტუდენტთა საგრანტო კონკურსისთვის რეგისტრაცია 2 მარტს, 10:00 საათზე დაიწყება და 3 აპრილის 18:00 საათზე დასრულდება. შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის დირექტორმა სიახლეებსა და რეგისტრაციისთვის აუცილებელ პირობაზე ისაუბრა.

რაც შეეხება მასწავლებლების გამოცდებზე რეგისტრაციის შესახებ ინფორმაციას, შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ვებგვერდზე მოგვიანებით გამოქვეყნდება.