საგრანტო კონკურსის გამარჯვებულები

სააგენტოს „აწარმოე საქართველოში“ მიკრო და მცირე მეწარმეობის ხელშეწყობის საგრანტო პროგრამას 1 338 გამარჯვებული ჰყავს. 1300-ზე მეტი მეწარმე, პროგრამის ფარგლებში, საკუთარი ბიზნესის განვითარებისთვის დამატებით ფინანსურ რესურსს მიიღებს. თანხის მოცულობა 30 ათასი ლარია, ქვეყნის ხუთ რეგიონში კი ევროკავშირის მხარდაჭერით, გრანტი 40 ათასი ლარი იქნება. პროგრამაში გამარჯვებული მეწარმეების თანამონაწილეობის თანხამ გრანტის არანაკლებ 20% უნდა შეადგინოს, მაღალმთიან დასახლებებში კი არანაკლებ 10%. ჯამში, პროექტის ფარგლებში, 300-ზე მეტი ეკონომიკური საქმიანობა დაფინანსდება. მიკრო და მცირე მეწარმეობის დაფინანსების პროგრამა ხუთი წლის განმავლობაში გაგრძელდება. მიზანი, ქვეყანაში დამატებითი სამუშოა ადგილების შექმნაა.