პროექტი კინოინდუსტრიის ხელშესაწყობად.
პროგრამის, „აწარმოე საქართველოში“ ფარგლებში ჰოლივუდიდან ცნობილი ტრენერები ჩამოვიდნენ, რომლებმაც ქართული კინოინდუსტრიის წარმომადგენლებისთვის ტრენინგები გამართეს. ხუთდღიანი მასტერკლასის მთავარი მიზანი კომერციალიზაციის სფეროში კვალიფიკაციის ამაღლება იყო. აშშ-დან ჩამოსულმა სპეციალისტებმა ქართველ პროდიუსერებს საკუთარი გამოცდილება კინოპროდუქციის პოპულარიზაციის ზრდის კუთხითაც გაუზიარეს.