„აწარმოე საქართველოში“ - შედეგების პრეზენტაცია

სააგენტო „აწარმოე საქართველოში“ საქმიანობის 10 წელს აჯამებს.

2013 წლიდან დღემდე 11 000-მდე პროექტი დაფინანსდა. თანადაფინანსება ან გრანტის სახით გაცემული თანხა როგორც მსხვილმა, ასევე მცირე და საშუალო ბიზნესმა მიიღო. მეწარმეთა დახმარების პროგრამები თითქმის ყველა სფეროს მოიცავს და ფულადი რესურსების გაცემის გარდა პროდუქციის ექსპორტზე გატანაში დახმარებას, ასევე მარკეტინგული კამპანიის წარმოებას და საგანმანათლებლო კომპონენტებსაც გულისხმობს.