მასშტაბური გაფიცვა ჰოლივუდში

ამერიკულ კინოინდუსტრიაში სამთვიანი პროტესტის მასშტაბები იზრდება.

სცენარისტების შემდეგ ჰოლივუდის მსახიობებიც გაიფიცნენ. გადაწყვეტილებას წინ სტუდიებთან და ციფრულ პლატფორმებთან ხანგრძლივი უშედეგო მოლაპარაკება უძღოდა. საბაზისო ხელფასების და ციფრულ პლატფორმებზე ფილმების ჩვენებების ჰონორარის გაზრდა მთავარი მოთხოვნებია. გაფიცულებს ხელოვნური ინტელექტით ჩანაცვლების შიშიც აქვთ. კინომსახიობთა გაერთიანების მხრიდან სოლიდარობის გამოცხადების შემდეგ ამერიკული კინო და სატელევიზიო წარმოება გაჩერების საფრთხის წინაშე დგანან.