შეხვედრა კინოინდუსტრიის წარმომადგენლებთან

კულტურის მინისტრი კინოს წარმომადგენლებს შეხვდა. სამუშაო შეხვედრაში რეჟისორები და დარგის სპეციალისტები იღებდნენ მონაწილეობას. პირველი გაფართოებული შეხვედრის შედეგად, მხარეებმა სხვადასხვა კინოხელოვანის მიერ მომზადებული პროექტები განიხილეს, რომლებშიც კინოს სფეროში მიმდინარე რეფორმისა და არსებული პრობლემების აღმოფხვრის ხედვებია წარმოდგენილი.

დისკუსიისას გამოითქვა განსხვავებული მოსაზრებები კინოცენტრის მენეჯმენტთან, ბიუჯეტის განაწილებასთან, კონკურსების ჩატარების წესთან და შეფასების კრიტერიუმებთან დაკავშირებით.