ჰაერის დაბინძურების მაჩვენებელი

ბოლო ორ კვირაში საქართველოში ჰაერი მკვეთრად დაბინძურდა.

მიზეზი შუა აზიიდან გავრცელებული მტვრის ნაწილაკებია. საგანგაშო კვლევის შედეგებს გარემოს დაცვის სააგენტო აქვეყნებს. მყარი ნაწილაკების შემცველი ჰაერის მასების გავრცელების პროგნოზი წინასწარ არსებობდა, თუმცა დაბინძურების პროცესი პროგნოზთან შედარებით უფრო მეტხანს გაგრძელდა, რასაც თავის მხრივ მეტეოროლოგიურმა პირობებმა შეუწყო ხელი. ამ დროისთვის გაწმენდის პროცესი დაწყებულია. ჰაერის დაბინძურების ფონზე ექიმები მოქალაქეებს, განსაკუთრებით რისკ-ჯგუფებს, კონკრეტულ რეკომენდაციებს აძლევენ.